როგორ ამოვიცნოთ კორონავირუსის ინდური შტამი

აქამდე ცნობილი იყო, რომ კორონავირუსის სიმპტომებია ხველა, მაღალი ტემპერატურა, გემოს და ყნოსვის დაკარგვა. ზოგ შემთხვევაში ვერაგ დაავადებაზე მიანიშნებს თავის ტკივილი და დიარეაც.

თუმცა, ინდოეთის შტატ კარნატაკას ქალაქ ბანგალორის ექიმებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ახალი სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა მუტირებული ვირუსისთვის იყოს დამახასიათებელი.

მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ინფიცირების ადრეულ ეტაპზე შესაძლოა გამოვლინდეს პირის სიმშრალე. ასევე საყურადღებოა სხვა სიმპტომებიც – გაღიზიანება, ქავილი და ტკივილი ენის გარშემო, სადაც შესაძლოა გაჩნდეს წყლულებიც.

ექიმ სატურს მაგალითისთვის მოჰყავს თავისი 55 წლის პაციენტი, რომელსაც საავადმყოფოში მიყვანისას პირის ღრუს უკიდურესი სიმშრალე, კონიუნქტივიტი და დაღლილობა დაუფიქსირდა. მას არ ჰქონდა სიცხე. მოგვიანებით მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინეს.

„ექიმებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ენასთან დაკავშირებულ ჩივილებს და არ დააიგნორონ ის“ – აცხადებს სატური.

მისივე თქმით კორონავირუსის ახალ – ინდურ, ბრაზილიურ და სამხრეთაფრიკულ შტამებს სხვადასხვა სახის სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს.

 

“პრაიმტაიმი”