„ჩემი აზრით, ნიკა უკვე გამარჯვებულია. რეალურად, ვერ გატეხეს.
არა მხოლოდ ვერ გატეხეს, ციხის შიში საერთოდ გააქრო, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ენმ-ის თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩემი აზრით, ნიკა უკვე გამარჯვებულია. რეალურად, ვერ გატეხეს. არა მხოლოდ ვერ გატეხეს, ციხის შიში საერთოდ გააქრო, გააქრო შიში რეპრესიების, გააქრო შიში ზეწოლების, გააქრო შიში სხვადასხვა პირობითობების.
როცა ადამიანი ასეთ სტანდარტს ქმნის, მერე სხვები ვალდებული არიან, მიჰყვნენ გამბედაობას და მის სტანდარტს. ეს არის გარდამტეხი მომენტი. მისი ბოლო თვეების საქციელი განსაკუთრებით საქართველოს უახლეს ისტორიაში, ახალი ძალა მიეცა მთელ ჩვენს ხალხს, მე ამაში დარწმუნებული ვარ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“პრაიმტაიმი”