საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდიდან ჩრდილოეთ–აღმოსავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ ფოკასთან მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 06:19 საათზე 4 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

“სპუტნიკი”