“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მათ ყოფილ თანაგუნდელს, გიორგი გახარიას მომავალ არჩევნებზე წარმატების ნაკლები შანსი აქვს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა:
– “მე შემიძლია გითხრათ, რომ ის მეორე ადგილზე ვერ გავა, საუკეთესო შემთხვევაში გავა მესამე ადგილზე” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წამყვანის კითხვაზე ვინ გადის მეორე ადგილზე ირაკლი კობახიძემ დააკონკრეტა, რომ ამის შანსი კვლავ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს აქვს.
წყარო: ptn.ge