“ბორჯომის” შემდეგ “ნაბეღლავის” ქარხანაშიც გაიფიცნენ …

“ბორჯომის” შემდეგ “ნაბეღლავის” ქარხანაშიც გაიფიცნენ – “წყალი მარგებლის” დასაქმებულთა ნაწილი ხელფასების გაზრდას ითხოვს.

კიდევ ერთი ქარხანის თანამშრომლები გაიფიცნენ – ამჯერად პროტესტის ფირმას კომპანია “წყალი მარგებლის” თანამშრომლებმა მიმართეს.

“ნაბეღლავის” ქარხანაში დასაქმებულების ნაწილი თბილისში სათაო ოფისთან იმყოფებიან, ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.

“ვითხოვთ ხელფასის მომატება, ვითხოვთ ნორმალურ პირობებს და ვითხოვთ შვებულებას. “ნაბეღლავის” მთელი კოლექტივია, ვინც ვამარაგებთ მთელ ქალაქს, მძღოლები და დისტრიბუაცია. ხვალაც მოგვემატებიან, ქუთაისიც გაჩერდება, რიონიც და ყველა,” – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.

ამ შემთხვევაში გაფიცულები არიან მძღოლები და დისტრიბუტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის გადატანას სავაჭრო ობიექტებზე. მათი თქმით, ეს უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს იმიტომ, რომ ამ კომპანიის სხვა დეპარტამენტებში არ არის სათანადო პირობები.

გაფიცულები, ითხოვენ ხელფასის გაორმაგებას და შვებულებას, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე.

“კურიერი” ესაუბრა კომპანიის წარმომადგენელს უშუალოდ იმ რგოლში, რომელიც არის პასუხისმგებელი დისტრიბუციის გამართულ მუშაობაზე. მან განაცხადა, რომ მოგვიანებით გაგვესაუბრება და გააკეთებს განმარტებებს.

გაფიცული ადამიანები მენეჯმენტთან შეხვედრასა და მათი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ არ შეწყვეტენ პროტესტს, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა.

წყარო: itv.ge