ჩინეთი აშშ-ის სამხედრო ხომალდს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შეჭრაში ადანაშაულებს.
ჩინეთის არმიის სამხრეთ სარდლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკული გამანადგურებელი Curtis Wilbur-ი პარასელის კუნძულებთან ახლოს ნებართვის გარეშე შევიდა.
მათივე განცხადებით, ჩინეთი ეწინააღმდეგება აშშ-ის ქმედებას, რომელიც არღვევს მის სუვერენიტეტს და არყევს რეგიონალურ მშვიდობასა და სტაბილურობას.