ერის უდიდეს მოამაგეს, მწერალს, საზოგადო მოღვაწეს, აკაკი ჯორჯაძეს 82 წელი შეუსრულდა

ერის უდიდეს მოამაგეს, მწერალს, საზოგადო მოღვაწეს, აკაკი ჯორჯაძეს დღეს, 20 მაისს, 82 წელი შეუსრულდა.

თუ გონი–ერი ვიქნებოდით, ამ თარიღს დღეს სრულიად საქართველო უნდა აღნიშნავდეს იუბილარისადმი დიდი სიყვარულით. ბ–ნი აკაკი ხომ ის ადამიანია, რომელიც უმწეო მდგომარეობაში მყოფ ქართველ ერს უფლის ნებით, გადარჩენის ერთადერთი რეალური გზის შესახებ გვესაუბრება ათეულობით წლების განმავლობაში და დაუღალავად ემსახურება ერს და ქვეყანას. გილოცავთ, ბატონო აკაკი, იდღეგრძელე საქართველოსთან ერთად, მრავალჟამიერ!..
ბატონ აკაკი ჯორჯაძეს
იმედის სხივად ერში ინათე
ნუგეშისმცემლად, სიცოცხლის ბურჯო,
თუმც ადამიანს, რწმენის სიმართლეს
მაამებელი სიცრუე უჯობს.
ადამის მოდგმა აღმოვჩნდით ბეცნი,
ამქვეყნად ერში ყველაზე მეტო,
ბევრი ვერ ვქმენით, თუმცა, მოგვეცით
თქვენ მაგალითი უპრეცედენტო.
უკეთ შემემკეთ, – გული ელოდა,
მაგრამ, არ მეყო სიტყვის მარაგი,
ღმერთმა დაგლოცოთ, გადღეგრძელოთ და
დაგფასებოდეთ შრომა, ამაგი.
ბარაქა, ერის გონების რთველო,
ს ი ტ ყ ვ ი ს წამლობა – ქვეყნის იარებს,
იმედით, ღმერთო, რომ საქართველო
პირმშოს მშვიდობით იმშობიარებს.
რ. თევდორაშვილი
19. 05. 2021 წ.