მესამე დღეა, “ჭუტავიზიის” კოლექტივი ნაკერავზე იხევა:  სკოლაში დაფაზე ქურდული რაღაცა დაწერესო… – გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს  ავრცელებს:

ფოტო: ავთანდილ  წერეთელი (“ჭუტა”)

უკვე მესამე დღეა, ,,ჭუტავიზიის” კოლექტივი ნაკერავზე იხევა, ვინაიდან რომელიღაცა სკოლაში დაფაზე ქურდული რაღაცა დაწერეს, ქვეყანა დაინგრა, განათლების სისტემა შავების ხელში გადავიდა, ხელისუფლება კი თვითონ არის ქურდული მენტალიტეტისაო.
?
ჯერ ერთი, ეგ ამბავი ღადაობა მგონია… ან სულაც პროვოკაციაა… და მეორეც – ,,ჭუტავიზიის” გოგო-ბიჭებო, თუ ძალიან გაინტერესებთ, როგორია ქუჩურ-ძველბიჭური მეტყველება, სიარული, მიხვრა-მოხვრა და მანერები, გადაიღეთ თქვენი მამა-მარჩენალი, ავთანდილ წერეთელი, იგივე ,,ჭუტა”!
?
ჰო, ავთოს კევი დააღეჭინეთ და ისიც მოაყოლეთ, როგორ დააწერა პაპიროზის ქართული ინდუსტრია ნამდვილ მეპატრონეს არაკაცურად, ანუ ყაჩაღურად!
?
ჰა, ჰა, ჰა… სკოლებს შავები მართავენო.
ავთო დაალაპარაკეთ პატივცემულ საზოგადოებას, ავთო.
კევი არ დაგავიწყდეთ!
?