„ახალ ოფისში მინდოდა ჩემი სივრცე სახლივით ყოფილიყო, რაც მე წარმომაჩენდა, როგორც ლგბტქ თემის ამაყ წევრს „ლეგოს“ სხვა ლგბტქ თანამშრომლები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ძალიან მოეწონათ. ამიტომ ვიფიქრე, იქნებ ეს ის არის, რაც სხვებსაც უნდა გავუზიაროთ“, – ამის შესახებ, კომპანია lego-ს დიზაინერმა მეტიუ ეშტონმა განაცხადა.
სათამაშოების კომპანია „ლეგო“ პირველ ლგბტქ+ ნაკრებს უშვებს. კომპლექტის სახელია „Everyone Is Awesome“ (ყველა შესანიშნავია) და იგი 1 ივნისიდან გამოვა.
„როცა ბავშვი ვიყავი, მეუბნებოდნენ რითი უნდა მეთამაშა, როგორ მევლო, როგორ მესაუბრა, რა უნდა ჩამეცვა – მკარნახობდნენ, რომ ის, ვინც მე ვიყავი „არასწორი“ იყო. ვყოფილიყავი ის, ვინც სინამდვილეში არ ვარ, დამქანცველი იყო. ნეტავ ბავშვობაში შემეხედა სამყაროსთვის და მეფიქრა – „ყველაფერი კარგად იქნება, აქ ჩემი ადგილიც არის“, ნეტავ მენახა ინკლუზიური განაცხადი, რომლიც იტყოდა „ყველა შესანიშნავია“, – ამბობს ეშტონი.