– “ქართველ ხალხში ცხოვრობს უკვდავი აქტიორული სული.
იმას უნდა მუდამ სხვა იყოს, იმას უყვარს თეატრალიზაცია ცხოვრების…
აქტიორობა და თეატრალიზაცია ცხოვრების, მისი ესთეთიკა,
ჯერ სრულიად შეუსწავლელია.
ქართველ ხალხს უყვარს ნიღაბი და დღევანდელი არსებული რეალობა, სოციალ – პოლიტიკური ანტურაჟი ამის ნათელი დასტურია…
პიეროს ნაღვლიანი ნიღბის ნაცვლად წლებია უხდება ატაროს ოპტიმისტურად გაღიმებული ნიღაბი ახალი სინამდვილის აპოლოგეტისა…
პიროვნებას თავისი”მე” აქვს წართმეული და ის “არამეში” არსებობს თავისი “მეს” გარეშე…
და თუ დროზე არ მოხდა სწრაფი და გადაუდებელი თერაპია, მაშინ ცხოვრების ამ სცენაზე დაწყებული “უწყინარი თამაში”, როგორც ფარსი, თავისი ტრადიციული ნიღბებით უცილობლად დამთავრდება როგორც ბერძნული ტრაგედია— ულმობლად და შემაძრწუნებლად…”
– წერს პუბლიცისტი, მამუკა კარტოზია სოციალურ ქსელში