“სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება. თავად აცრის პროცესი კი 24 მაისიდან დაიწყება.
– “სინოვაკის“ ვაქცინა, „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს www.booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22 – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
წყარო: newposts.ge