დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება

დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება. პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას უკვე გაეგზავნა.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების თქმით, კანონპროექტს მეორე მოსმენით იქამდე არ განიხილავენ ვიდრე მასზე ვენეციის კომისიის შეფასება არ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, საარჩევნო რეფორმის გატარება შარლ მიშელის დოკუმენტით არის გათვალისწინებული.

წყარო: newposts.ge