ცესკოს აუცილებლად ახალი თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს – სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ ცესკოს ახალი თავმჯდომარე იყოლება.

– “იქედან გამომდინარე, თუ რამდენად არის დაზიანებული თამარ ჟვანიას რეპუტაცია და იმ სულისკვეთებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს შარლ მიშელის დოკუმენტში იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ნდობა საარჩევნო სისტემისა და პროცესის მიმართ, სწორი იქნებოდა, ცესკო-ს ჰყავდეს ახალი თავმჯდომარე შემდეგი არჩევნებისთვის. ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, თუმცა, გასაგებია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს აქვს მათ შორის კონსტიტუციით გათვალისწინებული შესაბამისი ჩარჩო მისი მოქმედების და ამ ჩარჩოს ფარგლებში, თუ მოხდება ახალი თავმჯდომარის დანიშვნა, ჩემი აზრით, ეს იქნება სწორი და კარგი პოლიტიკური პროცესი” – განაცხადა სამადაშვილმა.

წყარო: report.ge