მიხეილ ანდღულაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
იზრაელს რაკეტები აცვივა თავს. თითქმის ყველა ქალაქს ბომბავენ. ზოგ ქალაქს იცავენ, ზოგს ვერა ებრაელები! მაგრამ მაგაზე არაა სხვა რამ მინდა ვთქვა და მეშინია გიჟად არ ჩამთვალოთ : მშურს ებრაელების! აი მშურს! იბრძვიან! იციან ვისთვის და რისთვის იბრძვიან! აუცილებლად გაიმარჯვებენ!! ჩვენ ბრძოლაც აღარ შეგვიძლია და არა იმიტომ რომ მშიშრები ან ზარმაცები ვართ! ან სხვაზე ნაკლებ გვიყვარს ქვეყანა და თავისუფლება. უბრალოდ მიზანი და რწმენა დავკარგეთ! იმის აღარ გვწამს რომ გვერდზე მდგომი არ გატყუებს!! რომ სამშობლოს სიყვარულს ამოფარებული ხვალ არ გაგყიდის შენც, ქვეყანასაც, ღმერთს და რჯულსაც თუ დასჭირდა. აგვერია მონასტერი. აღარ ვიცით სად სიმართლეა და სად ტყუილი. არც ის ვიცით უკვე ტანკით მოსულია უფრო დიდი მტერი, ვინც ფიზიკურად გვემუქრება თუ მეგობრად მოსული, ვისაც სულის ყიდვა უნდა შენი და შენი რაღაც კოსმოპოლიტ ამებად გადაკეთება!! მოკლედ მშურს იმ ხალხის და მომკალით თუ გინდა! ზუსტად ვიცი გაიმარჯვებენ! იბრძვიან და იციან რისთვის იბრძიან. გიჟად გინდათ ჩამთვალოთ? კიბატონო. ეგეც აღარ მადარდებს ?