ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გაზსადენის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებულ ოთხ რუსულ კომპანიასა და 13 საზღვაო ხომალდს სანქციები დაუწესა.
შეზღუდვები შეეხო კომპანიებს – „კოკსოხიმტრანსს“, „მორტრანსსერვისს“, სახელმწიფო დაწესებულება „საზღვაო სამაშველო სამსახურს“, სამარის „სითბურ-ენერგიულ ქონებრივ ფონდს“.