ავსტრიაში ექიმებმა მამაკაცს შემთხვევით ფეხი არასწორად მოკვეთეს

ავსტრიის ერთ-ერთ საავადმყოფოში 82 წლის მამაკაცს შემთხვევით ფეხი არასწორად მოკვეთეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ცნობით, საავადმყოფოში მომხდარ ფაქტს „ადამიანურ შეცდომას“ უწოდებენ. კლინიკაში მამაკაცისათვის მარცხენა ფეხი უნდა მოეკვეთათ, თუმცა, ექიმებმა მარჯვენა ფეხი მუხლს ქვემოთ მოკვეთეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს „მრავალი დაავადება“ აწუხებდა, რომელმაც ორივე ფეხი მოიცვა.

„ჩვენ გვსურს დავადასტუროთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქმეს ბოლომდე მივყვეთ, გამოიკვლიოთ ყველა შიდა პროცესი და კრიტიკულად გავაანალიზოთ ისინი. დაუყოვნებლივ გადაიდგმება ნებისმიერი აუცილებელი ნაბიჯი“,- ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში,

კლინიკამ მამაკაცის ოჯახს ფსიქოოგიური დახმარებაც შესთვაზა. ფაქტის შესახებ დოკუმენტები პროკურატურას უკვე გადაეგზავნა.

წყარო: newposts.ge