ავტოსაგზაო შემთხვევა ადიგენში მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი ადამიანი დაშავდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: ptn.ge