გერმანიის ქალაქ დრეზდენში სირიელი ლტოლვილი გეების წყვილს დაესხა თავს და ერთ-ერთი მათგანი მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
21 წლის სირიელი, აბდულა ა.ჰ.ჰ. 53 და 55 წლის კაცებს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ისინი დრეზდენის ცენტრში სეირნობდნენ. თავდამსხმელმა ორივე კაცი სამზარეულოს დანით ზურგში დაჭრა. ერთ-ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ თავდამსხმელი მომხდარიდან 3 კვირაში დააკავა. სირიელი ლტოლვილის განცხადებით, ის წყვილს დაესხა თავს, ვინაიდან ჰომოსექსუალიზმი „მძიმე ცოდვად“ ითვლება. სასამართლომ 21 წლის სირიელი მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობაში და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელი გერმანიაში სირიიდან 2015 წელს ჩავიდა და ლტოლვილის სტატუსი მიიღო. მანამდე ის „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერისთვის და ციხეში ბადრაგზე თავდასხმისთვის იყო მსჯავრდებული.