ქალმა 3 მცირეწლოვანი შვილი ჯერ მოწამლა შემდეგ კი დაახრჩო

ირლანდიის სასამართლო საზარელ საქმეს განიხილავს – განსასჯელის სკამზე 44 წლის ქალი ზის, რომელსაც საკუთრი შვილების მკვლელობა ედება ბრალად.

დედრ მორლი დუბლინის ერთ-ერთი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექთანია, მან გასული წლის 23 იანვარს, საკუთარი 3 მცირეწლოვან შვილს საწამლავით გაჯერებული საკვები აჭამა, როდესაც დარწმუნდა, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, სამივე გაგუდა.

ამ საზარელი ქმედების შემდეგ, მან ფსიქიატრის მიერ დანიშნული წამლები დალია და მანქანით მიმალვა სცადა, რა დროსაც ის ავარიაში მოყვა.

დამნაშავის დაკავება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ბენზინგასამართ სადგურზე ხეტიალისას გონება დაკარგა, თვითმხილველებმა კი ქალის უცნაური ქცევისა და კოლაფსში ჩავარდნის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

სამსახურიდან დაბრუნებულ, გარდაცვლილი ბავშვების მამას სახლში პოლიცია და კრიმინალისტები დახვდნენ. სახლში აგრეთვე ნაპოვნი იქნა წერილი, რომელიც დედრ მორლიმ სავარაუდოდ ქმარს დაუტოვა, წარწერით – ” არ ახვიდე კიბეებზე.”

საავადმყოფოში კომიდან გამოსვლის შემდეგ, ქალმა დანაშაული გააცნობიერა და პანიკური შეტევა დაეწყო.

დედრ მორლი საავადმყოფოდან დუბლინის ერთ-ერთ დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

 

“რეზონანსი”