„ქართულ ოცნებას“ ეშინია ხმები არ დაკარგოს, გახარიას ეშინია პოლიტიკაში მოსვლის, თუ ეშინიათ, წავიდნენ ხელისუფლებიდან და მივხედავთ ამ ქვეყანას”,- ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ყოფილმა პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს „ზურგში დანა დაარტყა“.
„ერთსაც ეშინია და მეორესაც ეშინია და თუ ეშინიათ, წავიდნენ ხელისუფლებიდან და მივხედავთ ამ ქვეყანას, ავაწყობთ ყველაფერს, ქვეყანას წინ წავიყვანთ და აღარ გვექნება ეს მუდმივი კინკლაობა და დაპირისპირება. მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც დღეს ქვეყანაში არის. ხალხს ეს აღარ აინტერესებს, ყელში ამოუვიდა ეს კინკლაობა, თავდასხმები.
ხალხს აინტერესებს, საიდან ექნება შემოსავალი, როგორ გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა, როგორ შემოვა ინვესტიცია და ა.შ. როცა ხელისუფლებაში გყავს პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც მარტო ასეთი სიტყვიერი გარჩევები არის საკითხი და არა ხალხისთვის ზრუნვა, ეს მიანიშნებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად არის შესაცვლლელი“ – განაცხადა ვაშაძემ.
წყარო: itv.ge