რუსეთს არ შეუძლია ურთიერთობების განვითარება საკუთარი ისტორიისა და ტრადიციების იგნორირებით – ლავროვმა დასავლეთთან მეგობრობის მთავარი პირობა დაასახელა

რუსეთს არ შეუძლია ურთიერთობების განვითარება საკუთარი ისტორიისა და ტრადიციების იგნორირებით, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაასახელა პირობა, რომლის გარშემოც დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების ასაწყობად მოსკოვი არის მზად, იუწყება РИА Новости.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ეს საგანმანათლებლო მარათონზე „ახალი ცოდნა“ გამოსვლისას განაცხადა.

„მზად ვართ ვიმეგობროთ დასავლეთთან, მაგრამ აღვნიშნავ: მხოლოდ საკუთარი ღირსების შეგრძნებით, რომელიც ჩვენ ჩვენი ქვეყნის არსებობის განმავლობაში მივიღეთ ჩვენი წინაპრებისგან. ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა – ეს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანია“, – განაცხადა ლავროვმა.

მინისტრმა დასძინა, რომ რუსეთს არ შეუძლია ურთიერთობების განვითარება თავისი ისტორიისა და ტრადიციების იგნორირებით, რაც რუსეთის თითოეული მოქალაქისთვის ღირებულია.

„ყოველთვის ეროვნულ სიამაყეს ვეყრდნობოდით – ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც ყველა ერს როდი აქვს, და ჩვენს პატრიოტიზმს, მათ შორის სამართლიანობის დაცვასა და სუსტის დახმარებას. ეს უდიდესი ადამიანური თვისებებია და თუ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ყოფაში ამით აღფრთოვანებული ვართ, რა თქმა უნდა, ის საერთაშორისო არენაზე ჩვენს პოზიციაშიც უნდა გამოვლინდეს“, – განაცხადა ლავროვმა.

ამ კვირაში რუსეთის მთავარი დიპლომატი თავის ამერიკელ კოლეგა ენტონი ბლინკენს შეხვდა რეიკიავიკში არქტიკული საბჭოს სამინისტრო სესიის ფარგლებში. ლავროვის განცხადებით, მხარეები პრეზიდენტების შეხვედრისთვის წინადადებებს მოამზადებენ, მათ შორის იქნება სტრატეგიული სტაბილურობის საკითხები. მან სახელმწიფო მდივანთან საუბარს კონსტრუქციული უწოდა.