საქართველოში თუ ვინმეს შეიძლება, ეწოდოს პოლიტიკური პარტია, ეს არის “ქართული ოცნება” – ვლადიმერ ბოჟაძე.
„პარტიებს ბევრი პრობლემა აქვთ: პოლიტიკური, იდეოლოგიური, სტრუქტურული და ორგანიზაციული პრობლემები, შიდა დემოკრატია, ამომრჩევლისა და წევრების წინაშე ანგარიშვალდებულება, ფინანსური გამჭვირვალობა და სხვა. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით „ქართულ ოცნებაზე“, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ ვინმეს შეიძლება დღეს საქართველოში კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტია ეწოდოს, სწორედ ის არის” – ამის შესახებ ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
“საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, გენერალური მდივანი, აღმასრულებელი მდივანი პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების პარტიულ აქტივს შეხვდებიან. შემდეგ შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. პარტიის წევრებთან შეხვედრებზე წავიდა ფაქტობრივად ყველა ლიდერი, რითიც კიდევ ერთხელ მოხდა ერთიანობის დემონსტრირება, ამით წერტილი დაესვა მოარულ ხმებსა და უსაფუძვლო ჭორებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიდა დემოკრატია და წევრების წინაშე ანგარიშვალდებულება, მათი პოზიციების, პრეტენზიებისა თუ იდეების მოსმენა. ასე წარმატებულად წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება, ნიშნავს იმას რომ კიდევ უფრო მასშტაბური იქნება უშუალოდ საარჩევნო კამპანია, უფრო მეტი შეხვედრები ხალხთან, ამომრჩევლებთან, ახლა უკვე მათი პრობლემებისა და იდეების მოსმენა, მათთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა პროექტების განხორციელება, სწორი საკადრო გადაწყვეტილებების მიღება და ა.შ.
ეს ყველაფერი საკმარისზე მეტ პირობას ქმნის იმისთვის რომ პარტიამ, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გაიმარჯვოს მერების და მაჟორიტარების არჩევნებში და რაც მთავარია, გაიმარჯვოს პროპორციულ არჩევნებში და უპრობლემოდ გადალახოს 43% ბარიერი.
იმ ფონზე როცა ოპოზიციამ უკვე რამდენი ხანია ატყუებს ამომრჩეველს შეხვდებით და თქვენს პრობლემებზე ვისაუბროთო, როცა უკვე 6 თვეა ვერ ამტკიცებენ რომ ,,არჩევნები გაყალბდა“ იმას ნიშნავს რომ 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები არ იქნება და მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება.
წყარო: bm.ge