ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში 9 ახალი მილიარდერი გაჩნდა

კორონავირუსის ვაქცინის გაყიდვის შემდეგ, მწარმოებელმა კომპანიებმა მილიარდები გამოიმუშავეს. ამის შესახებ CNN წერს.

ყველაზე მეტად, შემოსავლები გაეზარდა ამერიკული Moderna-ს გენერალურ დირექტორს სტეფან ბანსელს. ასევე სოლიდური მოგება ნახა BioNTech-ის დირექტორმა უგურ შაჰინმა, რომელმაც ვაქცინა Pfizer-თან ერთად დაამზადა. მათი შემოსავალი $4 მილიარდს შეადგენს. ასევე მილიარდერები გახდნენ კომპანია CanSino Biologics-ს ხელმძღვანელები, რომლებიც Moderna-ს პირველი ინვესტორები გახდნენ. ამ კომპანიის აქციებზე ფასი გაიზარდა.

საერთო ჯამში 9 ახალი მილიარდერის ქონება $19,3 მილიარდად შეფასდა.

ორგანიზაცია People’s Vaccine Alliance-ს წევრების განცხადებით, ეს თანხა 780 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის საკმარისი იქნება.