ჩინეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 5 ადგილობრივი ინფექციაა, დანარჩენი კი იმპორტირებულია.

ჩინეთში კორონავირუსის 22 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 90,991 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო: ptn.ge