ეს ბრძოლა არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება – ვარლამ გოლეთიანი

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მათი ბრძოლა არ შეჩერდება.

გოლეთიანის თქმით, გეგმები უცვლელია და იგეგმება გარკვეული შენობების პიკეტირება.

გოლეთიანმა ასევე ლევან ვასაძესთან შესაძლო კავშირზე ისაუბრა და განმარტა, რომ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია და არ იცის, თუ რა ფორმით არ ჩართული ვასაძე პროცესში.

რაც შეეხება დაფინანსებას, “რიონის ხეობის მცველის” თქმით, მათ ემიგრანტები აფინანსებენ :

“ჩვენი ეს ბრძოლა არცერთ შემთხვევაში არ შეჩერდება. რა ფორმა ექნება ამას – პიკეტირების, კონკრეტულად რა ქუჩას გადავკეტავთ ან საერთოდ რას დავაპიკეტირებთ, ეს არც არის გარკვეული მნიშვნელობის საკითხი. ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, შეუვალი და უკომპრომისო, ეს ბრძოლა არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება.

ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ არ მოგვისმინა ვიღაცამ და წავედით, დავიშალეთ…. არ ვიცი, დაგვარბევენ თუ დააკავებენ ვინმეს… ნუ პროვოცირებენ ერთმანეთთან ამ დაპირისპირებას.

ლევან ვასაძემ არ ვიცი რა იგულისხმა მხარდაჭერაში, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ არანაირი კომუნიკაცია არც ლევან ვასაძესთან და რომელიმე საზოგადოებისთვის ცნობილ პერსონასთან არ გვაქვს.

დიდი მხარდაჭერაა ემიგრაციისგან და ეს ყველამ იცის,” – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა “კურიერთან” საუბრისას.

 

“ალია”