რესპუბლიკის მოედანზე ვითარება დაიძაბა – რიონის ხეობის მცველებმა სამოქალაქო აქტივისტებს აქციის დატოვება მოსთხოვეს

დაძაბულია ვითარება რესპუბლიკის მოედანზე – რიონის ხეობის მცველებმა სამოქალაქო აქტივისტებს აქციის დატოვება მოსთხოვეს.

ტერიტორიაზე,სადაც კარვებია განთავსეული ზუკა ბერძენიშვილი და სხვა სამოქალაქო აქტივისტები მხარდაჭერის გამოსაცხადებლად მივიდნენ. რიონის ხეობის მცველებმა კი მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მათ გურამ ფალავანდიშვილის შვილი დაუპირისპირდა და მისთვის მიუღებელი სამკლაურის გამო, აქციიდან გაძევება სცადა.

აქტივისტები – ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.

 

“რეზონანსი”