სალიბერასტეთში დიდი ჟივჟივია – ბელარუსიის ხელისუფლებამ დააკავა ინფორმაციულ ტერორიზმში ეჭვმიტანილი, ტელეგრამ-არხ “Nexta”-ს ყოფილი მთ. რედაქტორი. ეს კი შემდეგნაირად მოხდა:
სურათზე: თითქოს უწყინარი პატარა ბიჭი, სინამდვილეში – დასავლეთის აგენტი რომან პროტასევიჩი, რომელიც ბელარუსიაში ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს მართავდა და საინფორმაციო ტერორიზმით იყო დაკავებული.
ავიაკომპანია “Ryanair”-ის თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, ავარიული დაჯდომა მოახდინა მინსკში. მიზეზი – შეტყობინება თვითმფრინავის დანაღმვის შესახებ. მინსკის აეროპორტის ადმინისტრაციის ვერსიით, ავარიული დაჯდომა თავად პილოტებმა მოითხოვეს, რადგან წარმოიშვა კონფლიქტი თვითმფრინავის ერთ-ერთ მგზავრსა და ეკიპაჟის წევრებს შორის, თუმცა თვითმფრინავი უკვე ვილნიუსთან უფრო ახლოს იმყოფებოდა, ვიდრე მინსკთან და ავარიული დაშვება ვილნიუსში უფრო ლოგიკური იქნებოდა.
ბელორუსიის სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის პირველმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ანდრეი გურცევიჩმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი, რომელზეც სავარაუდო ნაღმი იყო ჩადებული, ბელარუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა МиГ-29-მ მოაცილა მინსკ-2 აეროდრომამდე.
დაშვებული თვითმფრინავის მგზავრებს განმეორებითი დათვალიერება მოუწყეს. თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა ზემოთ ნახსენები “Nexta”-ს ყოფილი მთ. რედაქტორი რომან პროტასევიჩი.
პროტასევიჩი დააკავეს. თვითმფრინავის ბორტზე ნაღმი არ აღმოჩნდა.
პროტასევიჩს შემდეგი ბრალდებები აქვს წაყენებული: სსკ 130-ე მუხლის მე-3 ნაწილი (განზრახ ჩადენილი ქმედებები, მიმართული სოციალური მტრობის აღსაძრავად პროფესიონალური კუთვნილების მიხედვით); სსკ 293-ე მუხლი (მასობრივი არეულობების ორგანიზება); სსკ 342-ე მუხლი (ჯგუფური ქმედებების ორგანიზება, რომლებიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს). სასჯელის მაქსიმალური ზომა შეიძლება იყოს თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
ლიტვის პრეზიდენტი გინტას ნაუსედა, რომელიც უარს ამბობდა პროტასევიჩის გადაცემაზე მინსკისათვის (მიუხედავად ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების არსებობისა), მოუწოდებს ნატოსა და ევროკავშირს, მყისიერი რეაგირება მოახდინონ იმ “საფრთხეზე”, რომელსაც თითქოს წარმოადგენს ბელორუსული “რეჟიმი” საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციისთვის.
ლიტვაში გაქცეული სვეტლანა ტიხანოვსკაიას გუნდი მიმართავს ლიტვის ხელისუფლებას, ასევე ავიაკომპანია “RyanAir” -ის ხელმძღვანელობასა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ასოციაციას, გადაუდებელი რეაგირებისათვის.