“ჟურნალისტის” მანტიით მოქმედი, ბელარუსში დაკავებული საინფორმაციო ტერორისტი რომან პროტასევიჩი ვიდეოჩანაწერზე გამოჩნდა, რითაც დასტურდება, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას აქამდე საფრთხე არ შეხებია.
რომან პროტასევიჩი აცხადებს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. პროტასევიჩი ასევე აღნიშნავს, რომ სამართალდამცავები მას „მაქსიმალურად კორექტულად და კანონიერად“ ექცევიან. ამასთან, ჟურნალისტის განცხადებით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და აძლევს აღიარებით ჩვენებას მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, პროტასევიჩი თავისი ტელეგრამ-არხ “ნეხტა”-თი დაკავებული იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით – იგი პოლონეთის და ლიტვის სპეცსამსახურების დახმარებით, ტირაჟირებას უწევდა ბელარუსი სამართალდამცავებისა და სახელმწიფო მოხელეების პერსონალურ მონაცემებს, მუქარითა და შანტაჟით მიმართავდა მათ, მოუწოდებდა კანონდაუმორჩილებლობისკენ.