ჩინეთის პროვინცია სიჩუანში შვიდი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა კვების პროდუქტების კომბინატში ტოქსიკური გაზის გაჟონვის გამო, იუწყება პორტალი Sina.
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში ცნობა ინციდენტის შესახებ გუშინ, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე შევიდა.
მაშველებმა კომბინახტის ტერიტორიაზე ხუთი ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო კიდევ ორი დაშავებული უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მოგვიანებით ექიმებმა მათი გარდაცვალება დაადასტურეს.
კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობას, რომელიც ამ დროისათვის საავადმყოფოში იმყოფება, მედიკოსები სტაბილურად აფასებენ.
სავარაუდოდ კომბინატის თანამშრომლების გარდაცვალების მიზეზი გოგირდწყალბადით მოწამვლა გახდა იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს.
ინციდენტის მიზეზები და დეტალები დგინდება, მიმდინარეობს გამოძიება.
“სპუტნიკი”