ევროკავშირი: ვგმობთ რუსეთის უკანონო, პროვოკაციულ და მავნებლურ საქმიანობას

ევროპული საბჭო ბრიუსელში გამართული სამიტის ფარგლეში რუსეთთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

„ევროკავშირი გმობს რუსეთის უკანონო, პროვოკაციულ და მავნებლურ საქმიანობას ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ და ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის ერთიანობასა და სოლიდარობას ამგვარი ქმედებების წინაშე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭო ასევე მიმართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიას, 2021 წლის სამიტამდე წარადგინოს ანგარიში ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობების პოლიტიკის ვარიანტებთან დაკავშირებით.