“გუშინ მე “ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციაზე მივედი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე , უბრალოდ, სოლიდარობა გამოვუცხადე იმ ადამიანთა დიდ ჯგუფს, რომელსაც არ სურს ამ პროექტის განხორციელება” – ამის შესახებ “ქართული მისიის” დამფუძნებელმა გია კორკოტაშვილმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
– “ასეთი მიდგომა, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, ცივილურს მოცილებული არის, მაგრამ შენ თუ ისეთი ააშენე, რომ საქართველო გამინადგურე, ბუნება დააზიანე… ეს ძაან მარტივი თემაა და საქმე იმაშია, ომ ხელისუფლებას არ უნდა უჭირდეს კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, ვინც ის არჩია” – განაცხადა კორკოტაშვილმა.
წყარო: itv.ge