კარლ ჰარცელი “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს!

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.

– “მოვუწოდებ დიალოგის დაწყებისკენ, პლატფორმის შექმნისკენ, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება ჩართვა, რადგან ვფიქრობ, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშრებით მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და საფუძვლიანი შეფასება, თუ რა დგას საფრთხის წინაშე. ასევე, მივესალმები და მხარს ვუჭერ ენერგოუსაფრთხოების საბჭოს მდივნის ჩართულობას, რაც მჯერა, ორივე მხარის მიერ პოზიტიურად იქნა შეფასებული. იმედი მაქვს, რომ ეს სასარგებლო იქნება პროცესის კარგი ინკლუზიური გზით წასვლისკენ” – განაცხადა ჰარცელმა.

წყარო: ptn.ge