მეტროს მატარებლების საშინელი შეჯახება მალაიზიაში

მალაიზიაში ქალაქ კუალა-ლუმპურის მეტროში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 166 ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო, წერს Комсомольская правда მალაიზიური გამოცემა Malay Mail-ზე დაყრდნობით.

როგორც ტრანსპორტის მინისტრმა ვი კა სიონგმა განაცხადა, დაშავდა 166 ადამიანი, აქედან სულ მცირე 47 პირი მძიმე მდგომარეობაშია და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი თქმით, დანარჩენი დაშავებულების დახმარების აღმოსაჩენად მედიკოსების ბრიგადები უკვე გაიგზავნა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მგზავრები მხოლოდ ერთ მატარებელში იმყოფებოდნენ, მეორე მატარებელი სატესტო რეჟიმში იყო გაშვებული და ცარიელი მიდიოდა. ვი კა სიონგმა განმარტა, რომ შეჯახების მომენტში პირველ მატარებელში 232 ადამიანი იმყოფებოდა. მატარებლების შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

“სპუტნიკი”