“ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნები უკანონო აქციების დაანონსებაში გადაიზარდა – გურამ მაჭარაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების მოთხოვნები ულტიმატუმში გადაიზარდა.
„პროტესტის ორგანიზატორების ნაწილის მიზნები არ ყოფილა გულწრფელად ამ ჰესთან დაკავშირებული. იმის გათვალისწინებით, რომ მათი მოთხოვნები გადაიზარდა ულტიმატუმში, უკანონო აქციების დაანონსებაში, ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა. ისინი უკვე პრაქტიკულად ღიად აანონსებენ იმას, რომ გავლენ კანონის ფარგლებიდან“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენელმა, ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას მოუწოდა, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ნაცვლად, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ.
წყარო: ptn.ge