რატომ არ უნდა წავიდეს ხალხი 26 მაისის აღლუმზე – ვარლამ გოლეთიანის განმარტება რეზონანსი

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, თუ რატომ არ უნდა წავიდეს ხალხი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე.

როგორც გოლეთიანი ამბობს, აღლუმზე ის მაღალჩინოსნები გამოდიან, რომლების პასუხისგებაში მიცემასაც ისინი მოითხოვენ, შესაბამისად, მისი აზრით, არასწორია აღლუმზე მათი მოსმენა.

“26 მაისს გამოდიან ის ჩინოვნიკები, ვისაც მიემართება ჩვენი პროტესტი. ამიტომ, თუ ჩვენ მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ ეს ბრძოლა არის თითოეული ადამიანის ბრძოლა დღეს, მაშინ სად უნდა იდგეს ლოგიკურად ადამიანი ამ დროს? ის ჩინოვნიკები, რომლის მიმართაც გვაქვს ჩვენ პრობლემა, ზოგიერთის გადადგომასა და პასუხისგებაში მიცემას ვითხოვთ, რომელიც უშუალოდ კავშირშია ამ საკითხთან, ეს ხალხი უნდა გამოვიდეს ტრიბუნაზე იქ [აღლუმზე]. სად უნდა მოისმინოს ხალხმა იმ დღეს სიტყვა, აქ თუ იმ ჩინკოვნიკებთან? ანუ, აქ თვითონ დღის მნიშვნელობის დაკნინებაზე კი არაა საუბარი, 26 მაისის, აქ არის საუბარი იმ ხალხის მოსმენაზე, რომელიც იქ გამოდის და ჩვენი აზრით დამნაშავეა”, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

ცნობისთვის, გოლეთიანმა გუშინ, 24 მაისს, საზოგადოებას მოუწოდა, რომ 26 მაისს არა დამოუკიდებლობის დღის აღლმუზე, არამედ რესპუბლიკის მოედანზა გამართულ აქციაზე მივიდნენ.

 

“რეზონანსი”