წუხელ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 01:43 საათზე დაფიქსირდა.
დადგინდა, რომ ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან, სოფელ ბოქჩვილოსთან იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრად დაბა თიანეთისა და დუშეთის სოფელი შუაფხოს მიმდებარე ტერიტორია დასახელდა.
ბიძგები საკმაოდ მძლავრი იყო და დედაქალაქშიც იგრძნობოდა. ნგრევის და დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.