თუშეთის გზაზე, მაშველებმა სიმაღლიდან გადავარდნილი მწყემსი ამოიყვანეს.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 47-ე კილომეტრზე სამაშველო ოპერაცია, დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა.
შუახნის მამაკაცს სხვადასხვა სახის მოტეხილობები აქვს.
ამ წუთებში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, დაავადებული, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება.
მწყემსს მთაში ცხვარი მიჰყავდა, რა დროსაც, გზის სახიფათო მონაკვეთზე ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადავარდა.
წყარო: newposts.ge