ვასაძე: არლაპარაკი რუსეთთან ფარჩაკობაა

ერთობა, რაობა, იმედის დამფუძნებლის, ლევან ვასაძის განცხადებით, თუ საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება სურს, ოკუპანტს უნდა ესაუბროს.

როგორც ქართული არხის ეთერში ვასაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ყველა ადამიანს, ვინც კი რუსეთთან დიალოგის მომხრეა, კრემლის აგენტს უწოდებენ.

“თუკი, შენ გინდა აფხაზეთი და ცხინვალი დაიბრუნო, გინდა ახტი, გინდა დახტი, გინდა იმღერე, გინდა ლექსი თქვი, შენ უნდა დაჯდე ოკუპანტთან და ელაპარაკო მას. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. გინდა კულუარული დაარქვი მაგას, გინდა დინამოს სტადიონზე დავდგეთ და ისე ვილაპარაკოთ. როგორც გინდა, ისე გავაკეთოთ. მაგრამ როდესაც შენ გიკრძალავენ ამას და ყველა შენს პოლიტიკოსს, ვინც ამბობს, რომ ეს უნდა გაკეთდეს, ეძახიან კრემლის აგენტს, შენ გთვლიან იდიოტად იმიტომ, რომ მიაჩნიათ, შენ უბრალოდ ვეღარ აზროვნებ, ჰყავხარ ციხეში და როგორც სახლის ძაღლს, გიკრძალავენ რაღაცის კეთებას… არლაპარაკი მაგათთან არის ფარჩაკობა. მოლაპარაკებები და მცდელობა, რომ დავბრუნდეთ აფხაზეთსა და ცხინვალში, არის ერთადერთი გზა”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.