30 წელია, რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი, და ვერაფრით ვერ მოვახერხეთ, რომ გავხდეთ სახელმწიფო. სულ გვიშლიან ხელს ამაში, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა, რობერტ სტურუამ განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოეთი საქართველოს უყურებს ისე, როგორც აფრიკის ქვეყანას.
„30 წელია, რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი, და ვერაფრით ვერ მოვახერხეთ, რომ გავხდეთ სახელმწიფო. სულ გვიშლიან ხელს ამაში. ყველაფერი გვიშლის ხელს – გაბოროტებული ხალხი, შურიანი ადამიანები, კარგად რომ არ იციან საკუთარი საქმე. პოლიტიკოსობა თუ გინდა, უნდა იცოდე რაღაც – ყველა დიდი პოლიტიკოსი რაღაცას ამთავრებს ან ძალიან ნიჭიერი იბადება. ყველაფერი არაპროფესიულია ჩვენს ქვეყანაში, უცხოეთი კი როგორც აფრიკის ქვეყანას გვიყურებს. რასაც უნდა, გვიმზადებს და უნდა ვაკეთოთ“, – განაცხადა რობერტ სტურუამ.