ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს: ქართული
აი, ნახეთ, რა რეალობასთან გვაქვს საქმე.
2011 წლის 26 მაისს, ბურჯანაძემ გადაწყვიტა ხელი შეეშალა სისხლიანი ხელისუფლებისთვის ჩაეტარებინა აღლუმი რუსთველის გამზირზე, პარლამენტის წინ, სადაც ისტორიულად ტარდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ძლიერების ზეიმი. იმჟამინდელმა ხელისუფლებამ არ დათმო თავისი კონტიტუციური უფლება-მოვალეობა და სისხლში გვაბანავა ოპოზიცია! იმავე დღეს კი ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის გვამებზე იზეიმა დამოუკიდებლობის დღე.
სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი 16 თვეში დაემხო!
2021 წლის 26 მაისს, იქ სადაც ისტორიულად იმართებოდა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს სადიდებელი ზეიმი, ისევ ნაციონალური სისხლიანი რეჟიმის კარვებია აღმართული! ნიშნად დემოკრატიულობისა, ხელისუფლების უნიათობისა და “ხელოვნური პოლიტიკური კრიზისით” გამოწვეული ერის უპატრონობისა.
ხოლო ამ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი ე.წ. ხელისუფლება, აღლუმს, უკვე მეორე თუ მესამე წელია, იქვე, თავისუფლების მოედანზე მართავს.
ამას უკვე შევეჩვიეთ, რადგან ჩვეულებად იქცა სააკაშვილის მიერ დანერგილ-აპრობირებული მოდელირებული ზეიმები!
დიახ, უკვე ვიზეიმეთ:
2008 წლის სამარცხვინოდ წაგებული ომის გამარჯვება!
ნაციონალური რეჟიმის დასასრული, რომელიც დაუსრულებელი აღმოჩნდა.
სამართლიანობის აღდგენა, რომელიც სინამდვილეში არ აღდგენილა!
პოლიტიკური კრიზისის დასრულება, რომელიც სულაც არ დასრულებულა!
მიშელის ზეწოლით მიღებული დემოკრატიული განვითარების ხელშეკრულების მიღება, რომლის წყალობითაც სუვერენიტეტის დაკარგვას ვზეიმობდით რეალურად.
ქართული ოცნების გამარჯვება არჩევნებში, რომელიც დამარცხება აღმოჩნდა, რამე თუ, დამარცხებული ოპოზიცია მოვიდა კოალიციურ მმართველობაში!
ხვალ ერი იზეიმებს დამოუკიდებლობის დღეს!
ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ჩაიბარებს აღლუმს!
ხვალ ტაშს დავუკრავთ ქართულ ჯარს! დიახ, იმ ჯარს, რომელზეც ამავე პრეზიდენტმა ბრძანა, რომ არ არსებობს!
… და საქართველოს პრეზიდენტი არსებობს?…
…. რა თქმა უნდა არსებობს, მოდელირებულად დამოუკიდებელი, მოდელირებულად თავისუფალი საქართველოს მარიონეტი პრეზიდენტი!
შენ დაუკააა!!!!!!!!!!
უპატარძლო ქორწილია!!!!!!!!!!!!!!!