პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

– “თქვენო აღმატებულებავ! პაკისტანის მთავრობის, ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! პაკისტანსა და საქართველოს აკავშირებთ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პოზიტიური ურთიერთობები. ჩვენი სურვილია ყველა სფეროში ამ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოება ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ ხალხს – შემდგომი განვითარება და კეთილდღეობა“ – აღნიშნულია პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წერილში.

წყარო: ptn.ge