ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს.
მისი თქმით, 26 მაისიდან ასტროლოგიურად მძიმე დღეები იწყება, რადგან მზის და მთავრის დაბნელების დღეებია და შესაბამისად, გასავლელია ე.წ. დაბნელებების დერეფანი.
როგორი თვე ელის ზოდიაქოს ნიშნებს და რას უნდა ველოდოთ – ამაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„26 მაისიდან ყველასთვის დაიწყება ძალიან რთული და მძიმე პერიოდი. აქ გვექნება მზის და მთვარის დაბნელების დღეების გავლა, შემდეგ შუა ივნისიდან, ივლისის შუა რიცხვებამდე იქნება ძალიან მძიმე ენერგეტიკული სიტუაცია, რადგან დედამიწა გადავა ნეგატიურ ენერგო ველში, რაც სიტუაციას დაძაბავს. დაპირისპირებების, კონფლიქტების და სხვადასხვა სირთულის წარმოქმნის ტენდენცია რადიკალურად მოიმატებს“, – ამბობს ცაგარელი.