ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის სახელის ერთ-ერთ ვერსიად “ვერთიანდებით საქართველოსთვის” განიხილება. ყოფილი პრემიერის პარტიის პრეზენტაცია ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში 29 მაისს 18 საათზე გაიმართება.
მედიის ცნობით, პრეზენტაციის საბოლოო ლოკაცია მოსალოდნელმა გაუარესებულმა ამინდმა განსაზღვრა. მანამდე, პრეზენტაციის 26 მაისს გამართვა განიხილებოდა.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნებიდან რამდენიმე ადამიანი მის გუნდში გადავიდა, მათ შორის არის პარლამენტის 6 დეპუტატი.
გახარია პრემიერის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და ოფიციალურ მიზეზად ნიკა მელიას დაკავების შესახებ ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
“რეზონანსი”