შიზოფრენიის საკმარისად მწვავე სტადია – აი, ქართულ საჯარო სივრცეში კომენტარებიდან მიღებული შთაბეჭდილება -დემურ გიორხელიძე

ექსპერტი ეკონომიკის საკიტხებში დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

შიზოფრენიის საკმარისად მწვავე სტადია –
აი, ქართულ საჯარო სივრცეში კომენტარებიდან მიღებული შთაბეჭდილება:
მე მგონი, სულ ცოტა აკლია სიტუაციას და ”სამეულები” ამუშავდება, – მით უფრო, სულ რაღაც 85 წლის წინ საქართველოში ეს ”სამეულები” ძაან მაგრად და ენერგიულად მუშაობდნენ!
ამდენი ბოღმით სავსე წარუმატებელი ადამიანი
სხვაგვარად ვერ მოიქცევა!
მზად არიან წაბილწონ ყველაფერი,
შეურაცხყონ ყველა და ყველაფერი, ოღონდ,
საკუთარი ვირეშმაკული მოსაზრებები გაამართლონ!
თუმა, არც არაფერია გასაკვირი!
ეს შედეგი მოიტანა მიზანმიმართულმა ტექნოლოგიამ:
ტექნოლოგიამ, რომელიც ჩაგვრის შენიღბული ფორმაა!
პანდემიის ფონზეც ოფიციალური მხარის საქციელი სულაც არ არის შემთხვევით: ესეც ჩაგვრისა და დაჩაგვრის, დაშინებისა და დამონების მექანიზმია: ისინჯება სიტუაცია, თუ რა დონემდე შეიძლება ქართველი ხალხის დაჩაგვრა და დამონება!..
მონაცემები აშკარად საიმედო მიიღეს:
ჩაგვრა შეიძლება გაგრძელდეს და იმედი გქონდეთ, –
გაგრძელდება!
ერთი დაბოლილი ნაძვის ნაყოფიპოლიტიკოსი რომაა, –
საკმარისად პრიმიტიული და ნაღდი გორსალა, –
ვიდეო რგოლი გაავრცელა:
ამ ქვეყანაში ქართველები უმცირესობაში უნდა იყონო, რომ ჩვენ კარგად ვიცხოვროთო!
სოფელში მცხოვრებლებს დასცინა,
და ა.შ..
მოკლედ, ეს მისი იდეები არ არის:
ეს ჯერ კიდევ მიშას უნდოდა:
მთელი ქვეყნის მოსახლეობის 10 ურბანულ ცენტრში განთავსება: იოლი გასათახსირებელი და დასაჩმორებელი იქნებიან ქალაქებში ფუძემოწყვეტილი უმუშევარი და ღარიბი ადამიანები: ლუმპენები ასოციალური არსებებია, რასაც ქართველთა საკმაო ნაწილი ემსგავსება!
გუშინ კიდევ ერთი ”მწერალი” – ”წითელი ინტელიგენციის” ღირსეული თანამედროვე ჩამნაცვლებელი, თუმცა მათზე გაცილებით უნიჭო. ერთ უნიჭო ტელევიზიაში იჭაჭებოდა, – ნაციონალიზმის დრო წასულიაო (აშკარად სხვა რამის თქმა უნდოდა, მაგრამ ნაციონალიზმის შინაარსი რომ არ იცის, სხვა დატვირთვით გამოიყენა)… მოკლედ, სრული შიზოიდური ტრენდია!..
ასე, რომ ხალხის საკმაოდ დიდ ნაწილზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად, ტექნოლოგიის გამტარებლები ფანტასტიკურ მონაცემებს იღებენ ქვეყნის დონეზე:
ამ ხალხის დაჩაგვრა კიდევ შეიძლება!
და ხალხის საკმაო ნაწილის მხარდაჭერა ამ მჩაგვრელებისა გარანტირებულად გააგრძელებს ამ ჩაგვრას!