26 მაისს ლევან ვასაძე მოსკოვში ალექსანდრე დუგინს შეხვდა

“მთავარი არხის” ინფორმაციით, 26 მაისს ლევან ვასაძე, მოძრაობა “ერი”-ს დამფუძნებელი, მოსკოვშია და იმპერიალისტური იდეოლოგიის აპოლოგეტად ცნობილ ალექსანდრე დუგინს შეხვდა.

ალექსანდრე დუგინი ვლადიმერ პუტინის აქტიური მხარდამჭერია. ის საერთაშორისო „ევრაზიული მოძრაობის“ იდეოლოგია. დუგინი ასევე დაკავშირებულია “ოჯახების მსოფლიო კონგრესთანაც”, რომლის რეგიონულ კონფერენციასაც 2014 წელს საქართველოში სწორედ ლევან ვასაძემ უმასპინძლა.