1917 წელს რუსეთის იმპერიას ჩვენთვის აღარ ეცალა , და ხონჩით მოგვერთვა თავისუფლება. ჩვენმა უსუსურმა და ცვედანმა , მაშინდელმა მთავრობამ ერთის მხრივ ჯერ რუსეთის დროებითი მთავრობის შემყურე,შემდეგ ბრიტანეთისა და თურქეთის იმედად რომ ბოლშრვიკებს თურქეთი შეაჩერებდა , ფაქტიურად გაწირა საქართველო და საქართველოს განძთან ერთად გაიძურწა ქვეყნიდან რომ არა ერთეულების თავდადება კერძოდ სულმნათი ექვთიმესი, ის განძიც გაყიდული იქნებოდა და რომ არა გიორგი მაზნიაშვილი, საზღვარი დღეს გურიასთან იქნებოდა და შეიძლება იმერეთთანაც ყოფილიყო.
ინგრეოდა რა საბჭითა კავშირი , იმდენი მოვახერხერთ მის ნანგრევებს ლამის ჩავყევით , ეხლა კიდე ამერიკით ჩავანაცლეთ რუსეთი, რომელმაც არც აფხაზეთის და არც 2008 წლის ომში არ დაგვიცვა (ან რატომ უნდა დავეცავით იმპერიის ინტერესებს პატარა ერები ეწირებიან მუდმივად). მაშინაც რომ არა შევარდნაძე ქვეყანა თავზე დაგვემხობოდა . არ შეგვიძლია ბატონების გარეშე . ამერიკელი იქნება , რუსი , სპარსი თუ ოსმალო . არა ვართ დღეს ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა . თავის მოტყუება ეგ ყველაფერი . ლამის ასფალტს ვერ აგებ ამერიკის ელჩთან შეუთანხმებლად …
მარადიული ხსოვნა ყველა სამშობლოსათვის დაღუპულ გმირს.
კაკო სვანიძე, აფხაზეთის ომის მონაწილე; სოციალური ქსელი