პოლონეთის პრეზიდენტი დუდა ცხინვალთან აკეთებს განცხადებას: რუსეთი არის არანორმალური სახელმწიფო.
პროფანების საყურადღებოდ:
დუდას ისე აინტერესებს ცხინვალის რეგიონი როგორც მე აინების პრობლემები იაპონიაში. დუდის განცხადების ადრესატი არ არის რუსეთი. ამ განცხადების ადრესატია აშშ პრეზიდენტი ბაიდენი – რომელსაც მიღებული აქვს გადაწყვეტილება რუსეთი როგორმე ჩაითრიოს ანტიჩინურ ალიანსში და ამის შემდეგ პოლონეთის მსგავსი ქვეყნების როლი დიდ გეოპოლიტიკაში იქნება პლინტუსის დაბლა.
ევროპის რიგ ქვეყნები ძალიან ცდილობენ ჩაუშალონ ბაიდენს (მის უკან მდგომებს-ვინც რეალურად ქმნიან აშშ გეო- პოლიტიკას) პუტინთან მოლაპარაკება -რომელიც ეხება , ვიმეორებ ჩინეთს.
დღეს პლანეტაზე , რომლის სახელია -დედამიწა -არის სამი გეო-პოლიტიკური ცენტრი . ორს აქვს ყველაზე დიდი ეკონომიკა ერთს ყველაზე ძლიერი და თანამედროვე სტრატეგიული იარაღი. ვის მხარეს იქნება რუსეთი ის ბანაკი მოიგებს.
პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღება დამოკიდებულია სუბსიდიებზე რომლის სახელია რუსოფობია.(პოლონეთი ყოველწლიურად ღებულობს თუ არ ვცდები 13 მილიარდ ევროს ამისთვის-ბალტიის ქვეყნები გაცილებით ნაკლებს- დაბალი ღირებულებულად არიან შეფასებულები) თუ რუსეთი გადაიხარა აშშ მხარეზე -აშშ ანტირუსული გოპნიკი ქვეყნები არ სჭირდება. რუსეთს მიუგდებს საჯინჯგად.
ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებას დუდა ცხინვალთან დაკავშირებით.
პ.ს . ბელორუსის ინციდენტის გაგრძელებაა დუდას განცხადება.
ვოვა ლუკავა, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი