ჯანმო: გასულ კვირას მსოფლიოში კოვიდის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩნვენებელმა იკლო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, გასულ კვირას მსოფლიოში კოვიდის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩნვენებელმა იკლო.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ჯანმოს ინფორმაციით, გასულ კვირას მსოფლიოში კოვიდის 4,1 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელზე 14%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, გასულ კვირებთან შედარებით, 2%-თაა შემცირებული.

ჯანმოში აცხადებენ, რომ ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, გასული კვირის განმავლობაში, ყველაზე მეტად ევროპის რეგიონში შემცირდა. მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონშიც.

– “გასული 4 კვირის განმავლობაში, ვირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლების ტენდენციის მიუხედავად, კოვიდსტატისტიკა მაინც მაღალია. ზოგიერთ ქვეყანაში მაჩვენებლები ზრდადობის ტენდენციით გამოირჩევა“ – აცხადებენ ჯანმოში.

წყარო: bm.ge