მილიარდნახევრიან ჩინეთში, კორონავირუსის სულ რაღაც, მხოლოდ 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მილიარდნახევრიან ჩინეთში, კორონავირუსის სულ რაღაც, მხოლოდ 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 1 ადგილობრივი ინფექციაა, დანარჩენი კი იმპორტირებულია.

ჩინეთში კორონავირუსის 13 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 91,019 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო: report.ge