მოსამართლეთა კონფერენციამ საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩია.

გოჩა აბუსერიძე, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და თემურ გოგოხია წევრებად ცოტა ხნის წინ აირჩიეს.

კენჭისყრის პროცესი აქტივისტების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.

შედეგების გამოცხადების შემდეგ კი, შენობაში მყოფი აქტივისტი სკანდირებდა „სირცხვილი“, რის შემდეგაც ის დაცვამ გაიყვანა.

წყარო: ptn.ge